Monday, December 23, 2013

2014



ღონისძიება: 2014
მონაწილეები: ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
მოკლე აღწერა:
  20 დეკემბერს ფარის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიების „2014“ პრეზენტაცია. რომლისათვისაც მზადება სამი კვირით ადრე დაიწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ფარის საჯარო სკოლის ყველა მოსწავლემ. დაწყებითი კლასიების მოსწავლეებმა მოამზადეს ლექსები, დაიწერა და მომზადდა სახალისო სკეტჩები: „საახალწლო მოგზაურობა“ , „მა? იმე? შომა?“_იგივე რა? სად? როდის? „საახალწლო გაკვეთილი“. ინგლისურ ენაზე დაიდგა ზღაპარი: „ფიფქია და ბევრი ჯუჯა“ ,აგრეთვე ინგლისური და სვანური სიმღერები, მოსწავლეებმა მოამზადეს რამდენიმე ცეკვაც. სამი კვირის განმავლობაში რეპეტიციების პარალელურად მიმდინარეობდა ღონისძიებისათვის საჭირო რესურსების შეგროვება და რეკვიზიტების შექმნა. რესურსების შეგროვების პროცესში ჩაერთო სკოლის დირექტორი, იგი დაეხმარა თოვლის ბაბუას ბავშვებისათვის განკუთვნილი ხურჯინის შევსებაში.
ღონისძიებამ სრული ანშლაგით ჩაიარა.სურვილების ნაძვის ხესთან ერთმანეთს ენაცვლებოდა მოლექსეთა მომღერალთა მოცეკვავეთა თუ ფარის ახალგაზრდა „მსახიობთა მიერ მომზადებული სხვადასხვა სანახაობები . ღონისძიების ბოლოს დაგვემშვიდობა 2013 წელი ნინო მასწავლებელთან ერთად, 2014 წელმა კი მოგვილოცა დადმდეგი ახალი წელი და თოვლის ბაბუაც მოგვიყვანი, რომლის მოსვლამაც ძალიან გაახარა ფარის თემის უკლებლივ ყველა პატარა წარმომადგენელი.
მოსწავლეებს განუვითარდათ თანამშორლობითი მუშაობის, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
აქტივობები
პასუხისმგებელი პირი
თანამდებობა
სკეტჩების შექმნა, მომზადება
შორენა აბესაძე
მათემატიკის კონსულტანტ მასწ
რეკვიზიტების მომზადება
სოფიო ჯამბურია
მათემატიკის კონსულტანტ მასწ
თოვლის ბაბუას ხურჯინი
გულო ვიბლიანი
სკოლის დირექტორი
ზღაპრის მომზადება
ნინო ფიროსმანაშვილი
ინგლისურის მოხალისე მასწ
სიმღერების მომზადება
სოფიო ჯამბურია, ნინო ფიროსმანაშვილი

ცეკვები
შორენა აბესაძე

ლექსები
მზია გვარმიანი, ლია გაბულდანი
დაწყებითების მასწ

* * * * * * **
* ფ ო ტ ო კ ო ლ ა ჟ ი *
* * * * * * *  * * * *
 სურვილების ნაძვის ხე და თოვლის ბაბუა







 * * * * * * * *










 ლექსები ახალ წელზე




ფიფიქია და ბევრი ჯუჯა 









მა? იმე? შომა?









 საახალწლო გაკვეთილი














ცეკვები








  


 სიმღერები




ვიდეო მასალა

მა? იმე? შომა? 

 ღონისძიების ხელმძღვანელი: 
შორენა აბესაძე