Monday, January 2, 2012

სასკოლო პროექტი


ღონისძიება
”ა ნ ბ ა ნ თ ქ ე ბ ა”

მესტიის რაიონ სოფელ ფარის დაჯარო სკოლაში გაიმართა პროექთის პრეზენტაცია, ჩატარდა ღონისძიება ”ანბანთქება”

ღონისძიებში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები.

ღონისძიება ეხებოდა ასომთავრული ასოების ’გეომეტრიულ ანბანთქებას” , რომელიც სახალისოს ხდის და საგრძნობლად ამარტივებს ასომთავრული ანბანის შესწავლას, თითოეულ ასოს შეესაბამება თავისი რიცხვითი მნიშვნელობა, ღონისძიებაზე მოყვანილი იყო რითმებად გაწყობილი გეომეტრიული ამოცანები, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა ასომთავრული ასოების რიცხვითი მნიშვნელობების დადგენა.

ძველი ქართული ანბანის დასაუფლებლად პოეზიისა და მათემატიკის გზების შერწყმა ორიგინალური და საინტერესო აღმოჩნდა.

პროექტის მოკლე აღწერა

მოსწავლეები კითხულობენ და ხსნიან ლექსად თქმულ გეომეტრიულ ამოცანებს, იკვლევენ ასომთავრული ასოების რიცხვით მნიშვნელობებს, შიფრავენ ასომთავრულ წარწერებს და თარიღებს.

პროექტის სრული აღწერა

მოსწავლეები იკვლევენ ასომთავრული ასოების წარმომავლობას სწავლობენ მათ გეომეტრიულ აგებულებას, მათი რიცხვითი მნიშვნელობების დასადგენად ხსნიან ლექსად თქმულ მათემატიკურ ამოცანებს.

მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად:

ერთი ნაწილი სწავლობს რითმებად გაწყობილ ამოცანებს, ლექსის პირველ კუპლეტში ასო-ნიშნის მოხაზულობაა გადმოცემული, ხოლო მეორეში გეომეტრიული ამოცანაა მოყვანილი

მეორე ნაწილი ამუსავებს გეომეტრიულ ამოცანებს იკვლევენ ასომთავრული ასოების რიცხვით მნიშვნელობებს.

დგება ”გეომეტრიული ანბანთქება”

პატარები ყვებიან ლექსებს მხედრული ასოების სესახებ და სააახალწლო განწყობის შესაქმნელად თავიანთი ხელით დამზადებული მხედრული ასოების სათამაშოებით რთავენ საახალწლო ნაძვისხეს.


...ფოტო კოლაჯი...











გუნდები ხსნიან გეომეტრიულ ამოცანებს, პასუხობენ დასმულ შეკითხვებს, პოლობენ ასომთავრული ასოების რიცხვით მნიშვნელობებს...













პატარებმა წაიკითხეს ლექსები მხედრული ასოების
შესახებ და
თავიანთი დამზადებული მხედრული ასოებით მორთეს საახალწლო ნაძვის ხე :))









No comments:

Post a Comment